ინდაზოლი ეკ
ინდაზოლი ეკ

ინდაზოლი ეკ

მოქმედი ნივთიერება: კარბენდაზიმი 500 გრ/ლ

პრეპარატული ფორმა: ემულსია კონცენტრატი

დაფასოება: 0.5ლ, 1ლ

მაღალეფექტური კონტაქტურ-სისტემური ფუნგიციდი, სასოფლო-სამეურნეო

კულტურების ნაცრისა და სიდამპლეების გამომწვევი სოკოების წინააღმდეგ.

მოქმედების მექანიზმი: ვინაიდან პრეპარატს გააჩნია როგორც დაცვითი, ისე კურატიული

(სამკურნალო) მოქმედება, ამიტომ ინდაზოლი უზრუნველყოფს დაავადების მოსპობას მისი

სიმპტომების გამოჩენის შემდეგაც, რაც გამომდინარეობს იქიდან, რომ იგი აჩერებს სოკოს

უჯრედის დაყოფისა და წარმოქმნის პროცესს.

უპირატესობები:

üინდაზოლი უზრუნველყოფს შესანიშნავ კონტროლს მრავალ სოკოვან დაავადებებზე,

რთულ კლიმატურ პირობებშიც.

üგამოიყენება მრავალ სასოფლო-სამეურნეო კულტურებში: ხორბალი, ქერი, შაქრის

ჭარხალი, მზესუმზირა და სხვა

üიცავს მცენარეს ქსოვილის შიდა და გარე ინფექციებისაგან

üაქვს სწრაფი საწყისი და ხანგრძლივი დაცვითი მოქმედება

üკულტურის განვითარების ფაზის მიუხედავად ფიტოტოქსიკურობას არ იწვევს

üინდაზოლი ფინანსურად ძალზედ ეკონომიურია

üიდეალური კომპონენტია კომბინაციაში სხვადასხვა პესტიციდებთან